როგორ უნდა შევარჩიოთ ავეჯი სწორად
სახლის გარემონტება ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ჰგავს – შენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით ქმნი ისეთ სივრცეს, სადაც ცხოვრების დიდი დრო უნდა გაატარო. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რემონტისას ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია – როგორ გაანაწილებ სივრცეებს, რა ფერებს შეარჩევ კედლებისთვის, როგორ ტექნიკას დააყენებ და ა.შ. მაგრამ, როცა კომფორტზე ვსაუბრობთ, ყველაზე მთავარია – სწორად შევარჩიოთ ავეჯი.
ადამიანები მიიჩნევენ, რომ მთავარია სახლის რემონტი, დანარჩენი დეტალები კი – ტექნიკა, ავეჯი, დეკორაციები, მეორეხარისხოვანია, რაც ტყუილია. ზუსტად ეს დეტალები ხდის სახლს სრულყოფილს. შეიძლება, ერთი შეხედვით ავეჯის შერჩევა მარტივი ჩანს, მაგრამ პროცესში ადამიანები რწმუნდებიან, რომ თურმე, ეს ასე არ ყოფილა.
ჩვენ შევაგროვეთ რჩევები, რათა სახლში ავეჯის არჩევის პროცესი გაგიადვილოთ.
განსაზღვრე შენი გემოვნება
თუ აქამდე ავეჯი შეგიძენია, შენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როცა, მაგალითად, დივანი მოგწონს, მაგრამ აღმოაჩენ, რომ სახლის კედელს არ უხდება, ან უბრალოდ გამოყოფილ სივრცეში არ ეტევა, ან საერთოდაც ძვირია.
მსგავსი სიტუაცია რომ თავიდან აირიდო, უნდა განსაზღვრო შენი სტილი – წინასწარ შეარჩიო, სად რა ავეჯის დადგმას გეგმავ, შეისწავლო სახლის დიზაინი, დაახლოებით ჩამოაყალიბო, როგორი ფერის, სტილის ავეჯი გინდა, განსაზღვრო ბიუჯეტი და შემდგომ დაიწყო ძებნა. ავეჯის წინასწარ და ნაჩქარევად ყიდვა შეიძლება, უდიდესი შეცდომა აღმოჩნდეს, რადგან ის საკმაოდ ძვირია და არც ისე ცოტა ხანს მოგიწევს მასთან ერთად ცხოვრება.
გაანალიზე საჭიროებები
ბევრი ადამიანი სახლს იმგვარად აწყობს, როგორც “სხვები,” არადა, სწორედ სახლი არის ისეთი რაღაც, რაც ზუსტად შენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით უნდა დაგეგმო. არსებობს სტანდარტები, როგორი ავეჯი უნდა იყოს სამზარეულოში, როგორი მისაღებში, როგორი – საძინებელში, რაც შეგვიძლია, დრომოჭმულად გამოვაცხადოთ. თუ ძირითადად სამზარეულოში ან საკუთარ საძინებელში მიირთმევ, რა საჭიროა მისაღებში დამატებითი მაგიდის დადგმა? და თუ ლეპტოპის გამოყენება სხვადასხვა ადგილიდან მოგწონს, იქნებ საერთოდ არ არის საჭირო კომპიუტერის მაგიდა? ამიტომაც მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვრო საჭიროებები. შეიძლება ბევრმა გითხრას, რომ “სახლში ეს უნდა იყოს”, მაგრამ სახლში ის უნდა იყოს, რაც შენ გჭირდება.
შეისწავლე პროპორციები
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია, ავეჯის შერჩევამდე სივრცის პროპორციების განსაზღვრა. სანამ ავეჯის ძებნას დაიწყებ, ჯერ დაგეგმე, სად რას დგამ, შემდეგ გაზომე, რა მასშტაბის ავეჯის დადგმის საშუალება გაქვს და ამის მერე დაიწყე ძებნა. შეიძლება, შენს მეგობარს ლამაზი სავარძელი აქვს, მაღაზიის ვიტრინაში კომპაქტური გარდერობი დაინახე და ინსტაგრამზე საოცნებო საწოლის ფოტო იპოვე, მაგრამ ისინი შენს სახლში, შესაძლოა, არ დაეტიოს. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდე, რა პროპორციის ავეჯი გჭირდება.
სწორად შეარჩიე ფერები
ორი აზრი არ არსებობს, რომ ფერები არის ყველაფერი. ფერები ქმნის განწყობას, ჰარმონიას. ეს ყველაფერი რომ შენს სახლშიც სუფევდეს, კარგად უნდა განსაზღვრო, როგორი ფერის ავეჯს შეიძენ. ამისთვის კი ჯერ ნახე, როგორი ფერისაა კედლები, შპალერი, იატაკი, ჭერი და შეეცადე, ავეჯიც ისეთი ფერის შეარჩიო, რომელიც მაქსიმალურად ჩაჯდება სახლის საერთო დიზაინში. უპირატესობა მიანიჭე სადა ფერებს.
ავეჯზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფაქტობრივად, ის ქმნის სახლში კარგ ატმოსფეროს და თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, გვჯერა, რომ შეცდომებისგან მაქსიმალურად დაზღვეული იქნები. და სანამ ავეჯის შერჩევაზე გადახვალ, თუ სახლის შეძენას აპირებ
Leave a comment
This site is protected by hCaptcha and the hCaptcha Privacy Policy and Terms of Service apply.